მეოთხედ ჩაშლილი საკრებულოს სხდომა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უკვე მეოთხედ ვერ ჩატარდა.

როგორც წინა სამ შემთხვევაში, დღესაც სხდომას მხოლოდ ფრაქცია „ახლების“ წევრები და „გახარია საქართველოსთვის“ სამი წევრი ესწრებოდა. სულ სხდომაზე დღეს 15 წევრი იყო. კვორუმს კი საკრებულოს 23 დეპუტატის რეგისტრაცია სჭირდება. თავმჯდომარის, გიგა ფარულავას თქმით, ეს არის ბოიკოტი ენმ და „ქართული ოცნების“ მხრიდან და საკრებულოს მუშაობის მიზანმიმართული შეფერხება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ საკრებულოს აპარატში შეტანილ განცხადებაზე საკრებულოს პოლიტიკური ხელმძღვანელების გადაყენების შესახებ, საკრებულოს თავჯდომარე თვლის, რომ ეს არის პოლიტიკური თაღლითობა.