გაგრძელდება თუ არა რეჯეპ ტაიპ ერდოღანის 20 წლიანი მმართველობა თურქეთში – ამ კითხვაზე პასუხს თურქეთის მოსახლეობა 28 მაისს არჩვენების მეორე ტურში გასცემს.
იმის მიუხედავად, რომ წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს, ხმების საჭირო რაოდენობა ვერც ერდოღანმა მიიღო. მთავარი კონკურენტი მას მხოლოდ 5 %-ით ჩამორჩება. შესაბამისად, მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის ერდოღანი და ქილიჩდაროღლუ იბრძოლებენ. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს ერდოღანის პარტიის შედეგი, წინა არჩევნებთან შედარებით, გაუარესებულია, თუმცა მოქმედ პრეზიდენტს ახალ პარლამენტში უმრავლესობა ექნება.
თურქეთში ხმის დათვლის პროცესი ამ დრომდე გრძელდება – სტამბოლში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი.
ლევან ახალაია დეტალებით.