მინსკში მეორე ევროპულ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა საქართველოს ნაკრებმა. სპორტსმენები გვიან ღამით სამშობლოში დაბრუნდნენ. ნაკრების წევრებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. ჩვენმა გუნდმა საერთო ჯამში 30 მედალი მოიპოვა – ექვსი ოქრო, 10 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. ნაკრებმა, საერთო გუნდურ ჩათვლაში, მეექვსე ადგილი დაიკავა.