მემორიალის გახსნა

სოფელ ნიქოზში 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების მემორიალი გაიხსნა.

დაღუპულ გმირების ხსოვნას პატივი შინაგან საქმეთა მინისტრმა მიაგო. გიორგი გახარიამ მემორიალი ყვავილებით შეამკო.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი დაიღუპა. გმირთა მემორიალის გახსნის შემდეგ, მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, ზემო ნიქოზის საგუშაგოზეც იმყოფებოდა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ საკითხებსაც. მოქალაქეებს გზის პრობლემა აწუხებთ. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები უკვე დაასრულა.