პოლიტიკურ პარტია „ტრიბუნასა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმატორთა კავშირს“ შორის, მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმომწერების განცხადებით, მათ მიერ დამუშავებულია ანტიკრიზისული მეგაპროგრამა.
მემორანდუმის თანახმად, „ტრიბუნა“ და „რეფორმატორთა კავშირი“ შეთანხმდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტში მათი კანდიდატები ამ მემორანდუმის პირობებს შეასრულებენ.