ოპოზიციური პარტიების ნაწილს რუსთავში მერობის ერთიანი კანდიდატი ეყოლება და ის დავით კირკიტაძე იქნება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლელომ“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატიც საერთო ეყოლებათ და ის პარტია „ლელოდან“ ნინო იმედაშვილი იქნება.