მემორანდუმი „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს“ შორის

ფრაქციებმა „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ინტერფრაქციული საპარლამენტო მემორანდუმი გააფორმეს. ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია შეიქმნას მიზნობრივი საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმა, რათა ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იყოს ნატო-ში წევრობისკენ. მათი განცხადებით, ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი მუდმივად იყოს ნატო-ს მაღალი ოფიციალური შეხვედრების დღის წესრიგში.

მოამბე