მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროსთან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის „სამშენებლო ინდუსტრიაში უბედური შემთხვევის დაზღვევასა და პრევენციაზე უფლებამოსილ სადაზღვევო ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის მიმართულებით ერთობლივი ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვას ითვალისწინებს.

მხარეები ევროპული შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებენ. შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც დატვირთულია სამშენებლო საკითხების გრაფიკული მაგალითებითა და უსაფრთხოების ზომების მისაღებად გამოიყენება.