„მემარცხენე ალიანსის“ და „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადება
პოლიტიკური პარტიები „მემარცხენე ალიანსი“ და „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ მხარს.
ლიდერების განცხადებით, მათ პირველ ტურში კანდიდატი არ ჰყავდათ და გადაწყვეტილება პირადი სიმპათიით მიიღეს. მათი თქმით, ახლა საჭიროა, არჩევანი გაკეთდეს წინა ხელისუფლების სადისტურ წარსულსა და მომავალს შორის.
პარტიების ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებსაც აანონსებენ.