მელიქ აზარიანცის სახლი

რუსთაველის #37- ში მდებარე ისტორიული შენობა ინგრევა.

სომხური წარმოშობის თბილისელი მეწარმის, მელიქ აზარიანცის დაკვეთით აგებულ სახლს სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოები სჭირდება.

ფასადიდან ჩამოვარდნილია უნიკალური ბარელიეფებიც. მე-20 საუკუნეში არტ ნუვოს სტილში აგებული სახლი ახლა კერძო მფლობელობაშია. თუმცა მფლობელთა უახლოეს გეგმებში ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია არ შედის.