გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.
გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით თანხმობა საკანონმდებლო ორგანომ უნდა გასცეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს დაკისრებული გირაოს თანხის გადასახდელად გახანგრძლივებული ვადა დღეს ამოეწურა. ნიკა მელიამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის არ აპირებდა გირაოს გადახდას.
როგორია თავად მელიას პოზიცია და პოლიტიკური შეფასებები, თამარ წიკლაური გაგვაცნობს.