ხელფასი, ბენზინი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარტიის მენეჯმენტსა და ოპოზიციას. ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელებს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. მათ შორის – რა მიზნით განაგრძობენ საპარლამენტო საქმიანობას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ყოფილმა თავმჯდომარემ ოპოზიცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში, მათ მოქმედებებს სათანადო შედეგი არ ჰქონდა და იმის გამოც, რომ დეპუტატები საპარლამენტო მანდატს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ვერ იყენებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ნიკა მელიას განცხადებები „ქართული ოცნების“ ინტერესებს უწყობს ხელს და მას ხელისუფლებასთან დაპირისპირებას ურჩევენ.