მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალურ გავლენებზე საუბრობს

ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს. „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა, – წერს ის სოციალურ ქსელში. „ვერ შეიქმნება დამოუკიდებელი, ხალხის ინტერესზე მორგებული ვერანაირი ბორდი, თუ არსებულ ვითარებაში, მენეჯმენტი სრული შემადგენლობით, სიმაღლის მიხედვით მწკრივში ეწყობა და ჯანსაღ რჩევებზე აკითხავს პარტიის დირექტორ კეზერაშვილს. ერთიანობა ძალაა, თუ სწორ და უღალატო ხალხთან გაქვს ერთობა, ხოლო ერთობა თუ ფულის გამომუშავებისთვის, სიისა და საპარლამენტო მანდატისთვის დგება, იქ არაფერი მესაქმება. ივანიშვილს დაამარცხებს მართალი, პრინციპული, შედეგზე და არა სკამზე, ფულსა და თანამდებობაზე ორიენტირებული ხალხი,“ – წერს მელია. აღნიშნულ განცხადებებს თბილისში უკვე მოჰყვა შეფასებები.