ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ახალ პარტიასთან სამომავლო კოორდინაციას არ გამორიცხავს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც მათთან კონსულტაციებსაც ადასტურებს. ახალი ალიანსის ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ ცენტრად ჩამოყალიბების არ სჯერათ პარტიის ლიდერების ყოფილ მოკავშირეებს, ოპოზიციის ნაწილის განცხადებით კი „ნაციონალური მოძრაობისგან“ რეალურად დისტანცირებას არადამაჯერებელს ხდის გუშინ ოფიციალურად გაფორმებული ალიანსის იდეების დეფიციტი. მმართველი გუნდისთვის კი ახალი ალიანსის შემადგენლობა გასაკვირი არ არის, რადგან „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას და მისი ყოფილი მოკავშირეების მიერ ცალ-ცალკე პოლიტიკურ სუბიექტებად ჩამოყალიბებას ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო ტაქტიკად განიხილავს.