მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების საკითხზე უკრაინული სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს. ამის შესახებ მეგის ქარდავას სახელით ინფორმაცია მისმა მეუღლემ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წელსაც დააკავეს და იგეგმებოდა მისი ექსტრადირება, თუმცა უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექსტრადირება 2018 წელს შინაპატიმრობით შეცვალეს. საქართველოს პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.