მეგის ქარდავას სასამართლო

უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებული მეგის ქარდავა თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

განცხადება მან დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა. სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი უნდობლობას უცხადებს სასამართლოს და პროტესტის ნიშნად ტოვებს სხდომებს. მეგის ქარდავას წინააღმდეგ სასამართლოს უკვე ხუთი გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე მას 9-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. დღევანდელ პროცესზე კი ციხეში პატიმრების წამების საქმეს განიხილავდნენ. საუბარია ელდარ ქობალიას, მერაბ ყოლბაიასა და კობა მატკავას წამების ეპიზოდებზე.

დღევანდელ პროცესს გენო ოსიყმაშვილი დაესწრო.