სისხლის სამართლის 11 საქმეზე ბრალდებული მეგის ქარდავა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში რჩება. მსჯავრდებული დღეს მისმა ადვოკატმა უნდა მოინახულოს. როგორც ცნობილია, მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი უკვე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გასაჩივრებას გეგმავს.
გიორგი კობერიძე დეტალებით.