რუსეთი საქართველოს ისევ ემუქრება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულმა აშკარა მხარდაჭერამ, ამჯერად რუსეთის პრემიერი გააღიზიანა.
რას ნიშნავს „საშინელი კონფლიქტის პროვოცირება“, რომელსაც დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გამოიწვევს.
კრემლის მუქარა ქართულ მხარეს არ უკვირს და თბილისში აცხადებენ, რომ საქართველომ რუსეთის აგრესიულ განცხადებებს ევროინტეგრაციით უნდა უპასუხოს.