მედოევის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

სტრასბურგის სასამართლოს რეზონანსული გადაწყვეტილების ფონზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი მოსკოვის კიდევ ერთ გზავნილს აჟღერებს.

დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი თრუსოს, გუდოს ხეობებზე და კობიზე აცხადებს პრეტენზიას. მითითებულ ტერიტორიებს მიტაცებულად და საქართველოს კონტროლქვეშ მოქცეულ აღმოსავლეთ ოსეთად მოიხსენიებს.

გერმანული გამოცემის ჟურნალისტი, რომელმაც დიმიტრი მედოევი ჩაწერა, უკვე მეშვიდე წელია, გერმანიაში მოქმედი პრორუსული ორგანიზაციის აქტიური წევრია. მედოევის განცხადება ოფიციალური თბილისისთვის რუსეთის მიერ ნაკარნახევი პროვოკაციული გზავნილია.