თანამედროვე მედიის გამოწვევები და მედია-წიგნიერების მნიშვნელობა.
უკვე მეორედ საქართველოში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული ჩატარდა. ყალბი ახალი ამბების მავნე ზეგავლენის შესახებ სკოლებში ჩატარებული საგანმანათლებლო ღონისძიებების შემდეგ შემაჯამებელი კონფერენცია მოეწყო, რომელსაც სხვადასხვა მედია-საშუალების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პანელურ დისკუსიებზე ერთ-ერთი მთავარი თემა პოლარიზებული მედია-გარემო და დეზინფორმაციასთან ბრძოლა იყო. დისკუსიის მონაწილეებს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელმა, გიორგი გვიმრაძემაც მიმართა. ყალბი ახალი ამბების რეალურისგან გასარჩევად და ცრუ ინფორმაციის გამოსავლენად ჩვენს ტელევიზიას სპეციალური ონლაინ-პლატფორმაც აქვს შექმნილი.