მედიის სოლიდარობის ფორუმი სახელწოდებით „მედიახმა საქართველოდან“ გახსნილია. ჟურნალისტების სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფორუმს მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი მასპინძლობს.
ფორუმზე ყურადღება გამახვილდება, თუ როგორ უნდა მოხდეს საგანმანათლებლო სივრცეში „სოლიდარობის ჟურნალისტიკის“ და ადამიანის უფლებების სწავლების კომპონენტის ინტეგრირება. ფორუმში ჟურნალისტები, მედიამენეჯერები, სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.