„დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“, ამ სახელწოდების პროექტი კომუნიკაციების კომისიამ შემდგომი განხორციელებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს გადასცა. აღნიშნული ევროკავშირის დაფინანსებითა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელდა.
დეზინფორმაციასთან გამკლავებაში ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 900-ზე მეტი პედაგოგი უკვე გადამზადდა. თუმცა, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.