მედიაწიგნიერების კვირეული

„მედია, ინფორმაციული წიგნიერება და დეზინფორმაციის მიმართ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების სხვა გზები“ – ამ სახელწოდებით გაიმართა კონფერენცია მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სადაც ქვეყანაში მიმდინარე დეზინფორმაციულ გზავნილებზე, გამოწვევებსა და საპასუხო ზომებზე გამახვილდა ყურადღება. კონფერენცია „სამართლიანი არჩევნების“, „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ჩატარდა.