მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში

როგორ აშუქებს ქართული მედია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს – ევროკავშირმა და გაერო-ს განვითარების პროგრამამ, საარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ნაკლებია სიძულვილის ენის გამოყენება და შეურაცხმყოფელი კამპანია, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება პოლარიზაცია,  სიღრმისეული გაშუქება და ანალიტიკური მასალების ნაკლებობა. სატელევიზიო სივრცეში მოიმატა არაეთიკური მასალის გაშუქებამ, განსაკუთრებით ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიებში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელებში ხშირად არ ხდება რეკლამისა და ინფორმაციის გამიჯვნა.  ევროკავშირის ელჩისა და გაერო-ს განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ყურადღებას ამახვილებენ დადებით ტენდენციებზე და აღნიშნავენ, რომ მედია ეთერს უთმობს უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრს, რაც ამომრჩეველს უფრო ინფორმირებული არჩევანის საშუალებას აძლევს.