ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმისა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოში ორდღიანი მისიის შემდეგ, მედიას ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.
სადამკვირვებლო მისია ქვეყანაში ორი დღის განმავლობაში, პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის ხელმძღვანელებს შეხვდა და წინასაარჩევნოდ არსებული მედიაგარემო შეაფასა. მედიამონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პოლიტიკურ მხარეებთან საუბრისას აღნიშნა დემოკრატიული უკუსვლა და ადამიანის უფლებების დარღვევები. ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმისა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში პოლარიზებულია, დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური დებატების ნაკლებობა უფრო ამძაფრებს ამ გაყოფას. მისიის რეკომენდაციაა, რომ პოლიტიკურმა აქტორებმა, საჯარო ფიგურებმა და პარტიებმა თავი შეიკავონ ამ პოლარიზაციის გამწვავებისგან. მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პოლარიზებულ სივრცეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება იყოს სტაბილური და განჭვრეტადი,