შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიაცენტრი გაიხსნა, სადაც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს პრაქტიკული საქმიანობა შეეძლებათ. მედიაცენტრი, რომელიც მოიცავს სარედაქციო ოთახს, ე.წ. ნიუსრუმს, ტელე და რადიოსტუდიებს, აღჭურვილია სტუდიური და საველე ვიდეოკამერებით, სამონტაჟო კომპიუტერებითა და სხვა აუცილებელი სტაციონარული ტექნიკით.
მედიაცენტრში პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეეძლებათ როგორც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს, ასევე სხვა პროგრამების სტუდენტებს, რომლებსაც მედიატექნოლოგიები აინტერესებთ.
გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი, პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, მედიის მოქმედი ჟურნალისტები და პროგრამის კურსდამთავრებულები.