მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული

კომუნიკაციების კომისია მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელი კონფერენციას მართავს. მისი მიზანი მედიაწიგნიერების სტრატეგიული ხედვისა თუ საერთაშორისო, წარმატებული მაგალითების გაზიარება და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დისკუსიაა. კონფერენცია კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გახსნა და მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამა. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს განათლების მინისტრი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, ევროკავშირის ელჩი, ასვე, UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში. დღევანდელი შემაჯამებელი კონფერენციის მონაწილე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, რომელმაც 1tvplay.ge-სა და იმ სტრატეგიის შესახებ ისაუბრა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ციფრული მედია პროდუქტების განვითარების კუთხით აქვს. დისკუსიაში ჩაერთო პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძეც, რომელმაც ტელევიზიიდან ონლაინ პლატფორმებამდე ტრანსფორმაციის პროცესზე, აუდიტორიის დაინტერესების ეფექტურ მეთოდებსა და ახალ მედიაში მონეტიზაციის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. გაიმართა დისკუსიაც.