ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის პირველ ორ დღეს ბათუმმა უმასპინძლა. ღონისძიების პირველი დღე საოპერო მუსიკას დაეთმო. სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ საოპერო მომღერლებთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარდგა ცნობილი ქართველი სოპრანო, იანო ალიბეგაშვილი. საოპერო სპექტაკლში მონაწილეობდა ბათუმის სახელმწიფო კაპელა. ფესტივალის მეორე დღე გუშინ ქართველ კომპოზიტორს, ვაჟა აზარაშვილს მიეძღვნა, რის შემდეგაც მუსიკალური საღამოები ბათუმიდან სიღნაღსა და თბილისში გადაინაცვლებს. ფესტივალი მესამედ ტარდება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია.