დღეს მეცნიერების საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების, ასევე მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსის ფარგლებში, ფინალურ ეტაპზე, ჯამში 19 ინოვაციური პროექტი გადავიდა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-7 – 12 კლასების მოსწავლეებმა მიიღეს. მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისთვის კი პრიზები და სიგელები ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის პრემიის ლაურეატ მეცნიერებს გადაეცათ.