მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში ღონისძიება გაიმართა. მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, წარმატებული მეცნიერი ქალები დაჯილდოვდნენ. ღონისძიება მინისტრის მოადგილემ გახსნა და სიტყვით გამოსვლისას მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.