მეცხვარეთა გამოწვევები

დარგში არსებული პრობლემების მიუხედავად საზაფხულო საძოვრებიდან გამოსაზამთრებლად ბარში მოჰყავთ ათასობით სული ცხვარი თუშ მეცხვარეებს.

გრძელი და სირთულეებით სავსე გზა მათ არ აშინებთ. წუხან რომ პრობლემურია გადასარეკი ტრასების საკითხი, საძოვრებზე გაძვირებული გადასახადი, მატყლზე არ არსებული მოთხოვნა და ქურდობის მოხშირებული შემთხვევები. თუში მეცხვარეები ხელისუფლებისგან დარგის მიმართ მეტი ყურადღების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ. წინააღდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში ეს ტრადიციული მიმართულება საერთოდ გაქრეს.

ჟანა დიდებაშვილი და ზვიად ყარაულაშვილი დეტალებით.