მეჩეთების დიდ უმრავლესობას, რომლებმაც მაღალმთიან აჭარაში საუკუნეებს გაუძლო, დღეს ისტორიული ძეგლის სტატუსი არ გააჩნია. სწორედ ეს გარემოებაა იმის მიზეზი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მათ გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობს. შედეგად, ზოგ შემთხვევაში მეჩეთების პირვანდელი იერსახე მკვეთრად მახინჯდება, ზოგჯერ ადგილმდებარეობა იცვლება, ზოგჯერ კი, საერთოდ ვერ ხერხდება მათი შენარჩუნება.
ჯერჯერობით, სახელმწიფოს მეჩეთების რაოდენობა არ აღურიცხავს და, შესაბამისად, არც მათი კულტურული ღირებულება შეუსწავლია.
მერაბ წულუკიძე მაღალმთიანი აჭარის იმ სოფლებში ჩავიდა, სადაც მეჩეთების დაცვის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას.