ბუდაპეშტში მეათე საერთაშორისო თეატრალური ოლიმპიადა იმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი რეჟისორები იღებენ. ღონისძიება 1-ლი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
წარმოდგენილია საქართველოც. მონაწილეობას მიიღებს „თავისუფალი თეატრი“. დასი ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმულ უილიამ შექსპირის ორ სპექტაკლს 26 და 27 აპრილს გაითამაშებს.
საერთაშორისო თეატრალური ოლიმპიადა ყოველ ოთხ წელიწადში სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.