„მე და ჩემი 88 ანარეკლი“ - პრემიერა საქართველოს პირველი არხის ეთერში

დღეს 20:50 საათზე საქართველოს პირველი არხის ეთერში დოკუმენტური ფილმის – „მე და ჩემი 88 ანარეკლის“ პრემიერა გაიმართება. ფილმი ცნობილი ქართველი მსახიობის, ნანა ფაჩუაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გვიამბობს.

დოკუმენტურ ფილმში თავად ნანა ფაჩუაშვილი ჰყვება თავისი ცხოვრების რთულ და მძიმე მოვლენებზე. ფილმის რეჟისორი ნინო დადვანია, ხოლო სცენარი ირმა ჩუბინიძეს ეკუთვნის.

ფილმი ნანა ფაჩუაშვილის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.