მძღოლების აქცია ბათუმში

ბათუმიდან ხელვაჩაურის მიმართულებით მომუშავე სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაფიცვის რეჟიმში რჩებიან. მგზავრობის ტარიფის მოთხოვნით, დღეს გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, მერიაში აქციის მონაწილეებთან გამართული შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა. შეხვედრიდან გამოსული მძღოლები ამბობენ, რომ მერიამ საკითხის გადაწყვეტისთვის ათდღიანი ვადა ითხოვა, რაც მათთვის მიუღებელია. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც ბათუმიდან ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრაობენ, სამი დღეა გაფიცულები არიან. ისინი აცხადებენ, რომ მგზავრობის დაწესებული 50 თეთრიანი საფასური გაწეულ ხარჯებს ვერ ფარავს და მგზავრობის ტარიფის გაზრდას ითხოვენ.

მოამბე