„მდუმარე ქალაქები“ – ამ სახელწოდებით თბილისი საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრის, ვერა ფაღავას გამოფენას მასპინძლობს. საექსპოზიციო სივრცეში ემიგრანტი ხელოვანის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. რეტროსპექტივა კერძო და საჯარო კოლექციებიდან ჩამოტანილ ნახატებს და ფოტო-საარქივო მასალას აერთიანებს.
საგამოფენო სივრცეში საპატიო ადგილი უკავია ფერწერულ ტილო „პატარა საქართველოს“, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაშია დაცული.
ქართველი მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ანა ნოდია მოგიყვებათ.