თბილისს მდგრადი მობილობის გეგმა ექნება, რაზეც დედაქალაქის მერია ექსპერტებთან ერთად მუშაობს. ურბანული მობილობის გეგმა არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს სატრანსპორტო პოლიტიკასა და პროექტებს გრძელვადიან პერსპექტივაში. ის ორიენტირებულია გადაწყვიტოს თბილისში არსებული და მოსალოდნელი სატრანსპორტო გამოწვევები.