2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე გავიდა. გაერო-ს „მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებათა ქსელის“ ანგარიშში, მსოფლიოს 205 ქვეყნის, ტერიტორიის და ქვეყანათა ჯგუფის შეფასებაა თავმოყრილი. ანგარიშის მიხედვით, გაუმჯობესდა საქართველოს შეფასების მაჩვენებელი და შეფასების 100%-იანი სკალით 74.9 %-ი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ისტორიულად საუკეთესო შეფასებები ბოლო სამი წლის მანძილზე მიიღო, 2012 წლის შემდეგ კი სარეიტინგო პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა. წლევანდელ გლობალურ რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, სინგაპურს, ისრაელს, თურქეთს, ყველა მეზობელ ქვეყანას და ბევრ განვითარებად სახელმწიფოს.