მცხეთის მერობის კანდიდატების გეგმები

მცხეთაში მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის. მათ საარჩევნო ხედვებსა და პროგრამებში ინფრასტრუქტურული და კომუნალური საკითხების გარდა განაშენიანების გენერალური გეგმის მიღებაც მოხვდა. აქცენტი კეთდება ტურიზმის განვითარებაზე და ბიზნესის განსაკუთრებულ მხარდაჭერაზეც. ქალაქის პრობლემების მოგვარების პროცესში ადგილობრივების მაქსიმალური ჩართვა და კონკრეტული საკითხების მათთან ერთად გადაწყვეტა ყველა კანდიდატის პრიორიტეტია.