მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საზღვრისპირა სოფლები სათბობი შეშით მომარაგდა. 100 კუბური მეტრი საშეშე მერქანი სოფელ ბაქაქურების 30-მდე ოჯახს დაურიგდა. პროცესს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაესწრო.
მიმდინარე წლიდან იგეგმება სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მომარაგებაც, რაც ეტაპობრივად ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვას შეუწყობს ხელს.