მცხეთაში სოფელ გალავანში მცირე საოჯახო სახლის რეკონსტრუქცია დასრულდა.
სამუშაოების ფარგლებში გამოიცვალა სახურავი და სრულად გარემონტდა შენობის ინტერიერი, საცხოვრებელი ოთახები, სველი წერტილები და აივანი.
აშენდა ახალი ადმინისტრაციული ოთახი და შემოქმედებითი სახელოსნო. სახლში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 10 ბავშვი იცხოვრებს. ასეთივე სამუშაოები სოფელ წილკანში მდებარე მცირე საოჯახო სახლშიც ჩატარდა.
რეკონსტრუქციის პროექტი ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით გაკეთდა და მასში უშუალოდ მონაწილეობდნენ შტატების ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების ჯარისკაცები.