მცირე ჰესების კასკადის მშენებლობა პანკისის ხეობაში უახლოეს პერიოდში დაიწყება. ასეთია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის მთავარი შედეგი, რომლის დროსაც ხეობის მოსახლეობამ მთავრობისა და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ჰესების – “ხადორი 3”- ისა და “სამყურისწყალი 2”- ის მშენებლობის დეტალები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა იმ სარგებელზე, რომელსაც ხეობის მოსახლეობა მიიღებს როგორც სამშენებლო, ასევე ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. ხეობაში „ხადორი 3“ – ისა და „სამყურისწყალი 2“ – ის ჰიდროელექტროსადგურებს კომპანია „ფერი“ ააშენებს, რომელიც ჯამურად 40 მლნ. აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.