საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საშინაო შეხვედრებს გულშემატკივრების თანდასწრებით გამართავს.
საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გადაწყვეტილება დღეს მიიღო. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო აქამდე ეროვნული გუნდი საშინაო მატჩებს უმაყურებლოდ ატარებდა. თემასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაკეთდა ფეხბურთის ფედერაციაში. ჩვენი ჟურნალისტი ლევან ღუდუშაური იმყოფება ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან.