ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ოკუპირებულ რეგიონებში გატაცებულ მოქალაქეთა სტატისტიკას საგანგაშოდ მიიჩნევს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში 2008-დან 2016 წლამდე პერიოდის მონაცემებს მოიცავს.
დოკუმენტის მიხედვით, გატაცებულთა ნაწილი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება. და ეს მაშინ, როცა საოკუპაციო ზოლიდან გატაცებულ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ე.წ. საზღვარიც კი არ აქვთ გადაკვეთილი.
სტატისტიკის გაგზავნას ავტორები ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გეგმავენ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეს განიხილავს.