პირველი არხის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება. ამისთვის მაუწყებელს ორ ჰექტრამდე ფართობი სარგებლობაში გადაეცემა. სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტის მიმართვა ეკონომიკის სამინისტრომ დააკმაყოფილა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, რომ ახალი შენობა მაუწყებლისთვის კოსტავას გამზირზე არსებული ფართის რეალიზებიდან მიღებული შემოსავლით დაფინანსდება. არსებული გათვლებით მაუწყებლის ამჟამინდელი ტერიტორიის რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი ტექნიკურ გადაიარაღებასაც მოხმარდება.
მარიკა შალიკაშვილი მუშაობდა თემაზე.