მატჩი "ენისეი" - "ნიუკასლი" ინგლისელთა გამარჯვებით - 33:19 დასრულდა

“ჩელენჯ ქაფის” ჯგუფურ ეტაპზე, თბილისის ავჭალის სარაგბო სტადიონზე რუსული კლუბი, “ენისეი” – “ნიუკასლს” შეხვდა – მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით, 33:19 დასრულდა. “ენისეის” შემადგენლობაში თამაშობდნენ ქართველი ლეგიონერები – დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელმაც ერთი ლელო დადო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ “ნიუკასლის” მორაგბე ადამ რედვანი დაასახელეს.

ინგლისურმა კლუბმა 8-დან 8 მატჩი მოიგო და ჯგუფური ეტაპი 100-პროცენტიანი შედეგით დაასრულა. ამ წუთებში ავჭალის სტადიონზე „კრასნი იარისა“ „ლონდონ აირიშის“ შეხვედრა მიმდინარეობს.