მატარებლის მემანქანეების გაფიცვა გერმანიაში

გერმანიაში მატარებლის მემანქანეების გაფიცვა ვადაზე ადრე დასრულდება. ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს. მედიის ცნობით, პროფკავშირებსა და რკინიგზის ოპერატორებს შორის გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა და მემანქანეები სამსახურში დაბრუნებას ხვალ, ადგილობრივი დროით 14 საათზე გეგმავენ. სატვირთო მატარებლების მემანქანეები კი გაფიცვა კვირას დაასრულებენ. გაფიცულები ხელფასის 550 ევროთი ზრდას, ინფლაციისთვის 12 თვის განმავლობაში კომპენსაციასა და სამუშაო გრაფიკის 38-დან 35 საათამდე შემცირებას ითხოვენ. „დოიჩე ბანკში“ აცხადებენ, რომ თანამშრომლებს ხელფასების ზრდის პერსპექტივა აქვთ.