მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ამბროლაურშიც. ღონისძიება მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა. პედაგოგებს პროფესიული დღე ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. საღამოს მუნიციპალიტეტის ოცი საჯარო სკოლის 264 მასწავლებელი დაესწრო.