მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს ათეული

ქართველი პედაგოგის საერთაშორისო აღიარება.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგის სტატუსის მოპოვების შანსი აქვს. ლადო აფხაზავა მასწავლებლების გლობალური ჯილდოს ათეულში მოხვდა. ეს არის ჯილდო, რომელსაც პედაგოგების ნობელის პრემიასაც უწოდებენ. ლადო აფხაზავა 179 ქვეყნის 40 000 მასწავლებლიდან გამოარჩიეს.

24 მარტს მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგი დუბაიში დასახელდება. ნომინანტების სიამდე იყო არაერთი რთული ეტაპი.

კრეატიულობა, შემოქმედებითი მხარე, სწავლის მეთოდი – ეს არის კრიტერიუმები, რომლითაც საუკეთესო პედაგოგების ათეული შედგა.