დღეიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან.
წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31 500-მდე დარეგისტრირებულიდან 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.
პედაგოგობის მსურველი პირი მხოლოდ საგნის გამოცდას აბარებს, პრაქტიკოს მასწავლებელს კი შესაძლებლობა აქვს დაადასტუროს როგორც პროფესიული, ისე საგნობრივი კომპეტენცია.
იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც არაქართულენოვან სკოლაში სურთ მასწავლებლობა, გამოცდები სომხურ, აზერბაიჯანულ ან რუსულ ენებზე ჩატარდება.